პუტინმა და ლუკაშენკომ ტელეფონით ისაუბრეს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. პუტინმა ლუკაშენკოს 66 წლის იუბილე მიულოცა. ამას გარდა, პრეზიდენტებმა ბელარუსში არსებული ვითარება და სხვა "აქტუალური საკითხები" განიხილეს. 

'სახელმწიფოების მეთაურები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს მალე მოსკოვში შეხვდებიან', - ნათქვამია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე.