პუტინთან შეხვედრაზე არ ჩაგეძინოს - ტრამპი ბაიდენს მიმართავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ ლიდერს, ჯო ბაიდენს მიმართავს და უსურვებს, რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე არ ჩაეძინოს.

"წარმატება ბაიდენს პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებზე. შეხვედრაზე არ ჩაგეძინოს და გთხოვ, გადაეცი მას ჩემი საუკეთესო სურვილები", - განაცხადა ტრამპმა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი კონკურენტს "მძინარე ჯო-დ" მოიხსენიებდა.