ნიუ-იორკში ქალი ლომთან გალიაში გადაძვრა - VIDEO

აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე ზოოპარკში ქალი ლომთან გალიაში გადაძვრა და ცეკვა დაიწყო. ერთ-ერთმა თვითმხილველმა ინციდენტი ვიდეოზე გადაიღო და Instagram-ზე ატვირთა.

ქალსა და მტაცებელს მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებდა. ლომი მოცეკვავე სტუმარს გაკვირვებით უყურებდა, თუმცა თავდასხმას არც კი ფიქრობდა.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ ქალის უპასუხისმგებლო საქციელი შეიძლებოდა სიკვდილით დასრულებულიყო.