ყარაბაღის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.