ყარაბაღში ნაღმის აფეთქებას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 14 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, მთიან ყარაბაღში, ფიზულის მხარეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე, კერძოდ ორი ძმა, ნაღმზე აფეთქდა.

ინციდენტის შედეგად, ერთ-ერთი ძმა გარდაიცვალა, ხოლო მეორემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

აზერბაიჯანის პროკურატურამ შემთხვევის ადგილი და გარდაცვლილის ცხედარი შეისწავლა.მომხდართად დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაინიშნა. 

აზერბაიჯანის პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.