ყარაბაღში ნაღმზე რუსი სამშვიდობოები აფეთქდნენ

მთიან ყარაბაღში დანაღმულ ტერიტორიებზე ორი რუსი სამშვიდობო დაშავდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია რუსულ "ტელეგრამ" არხებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც რუსი სამშვიდობოები ისხდნენ ნაღმზე აფეთქდა. 

ცნობისთვის, აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩის, ელინ სულეიმანოვის განცხადებით, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, მთიან ყარაბაღში ნაღმზე აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 85 დაშავდა.

აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ სომხეთი უნდა აიძულოს, რომ აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში ნაღმების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი რუკები გადასცეს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და დევნილების სამშობლოში დაბრუნებას საფრთხე არ შეექმნას.