ყარაბაღში სომეხი მამაკაცი ნაღმზე აფეთქდა

აზერბაიჯანის ყარაბაღის რაიონში მამაკაცი ნაღმზე აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

ინციდენტი ტერტერის რაიონის სოფელ აღდერეს ტერიტორიაზე მოხდა.

აფეთქების მომენტში მამაკაცი ექსკავატორზე მუშაობდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.