ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას DW ავრცელებს.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.