ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ -ჟომატ ტოკაევმა 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ქვეყანაში არეულობის დროს დაღუპულების გამო. 

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა ბერიკ უალიმ გაავრცელა 

"ქვეყნის რეგიონებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად მივიღეთ მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ ტოკაევმა გადაწყვიტა 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადოს. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნდება", - ნათქვამი იყო პრესმდივნის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში.