ყაზახეთში არეულობისას 22 წლის ლევან კოღუაშვილი დაიღუპა

ყაზახეთის ქალაქ ნურსულთანში ძალადობრივი საოპროტესტო აქციების დროს 22 წლის ისრაელის მოქალაქე დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლევან კოღუაშვილი შუააზიურ ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

სამინისტრომ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოღუაშვილის მშობლები ყაზახეთში იმყოფებიან. ოჯახის თქმით, ის საპროტესტო აქციაზე არ ყოფილა და მხოლოდ სამსახურში მიდიოდა. მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც ყაზახეთის ლიდერმა სასიკვდილო ძალის გამოყენების ბრძანება გასცა. საელჩო აცხადებს, რომ გარდაცვლილი მამაკაცის ისრაელში გადასვენებისთვის მუშაობს.