ყაზანის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა - განახლებულია

ყაზანის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 

პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა.

საერთო ჯამში, ყაზანის 175-ე სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 22-ს შეადგენს. 

მანამდე გამოცემა Deutsche Welle ავრცელებდა ინფორმაციას 7 დაღუპულის შესახებ.

წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი მსროლელი 17 წლის მოზარდია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.