ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი გახდა. ამის შესახებ ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად დადგინდა, რომ ამომრჩევლების 79.23%-მა, 1.1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხმა სადირ ჟაპაროვს მისცა. ხოლო მისმა ოპონენტმა, ახადან მადუმაროვმა ხმების 6,8% მოაგროვა. 

ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 10 იანვარს ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმი გაიმართა. აქტივობამ მხოლოდ 40% შეადგინა. რეფერენდუმის შედეგად, 1,1 მილიონზე მეტმა მოქალაქემ პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას დაუჭირა მხარი, 11%-მა კი  საპარლამენტო მმართველობის ფორმა აირჩია.