ყირგიზეთში ქალთა დღისადმი მიძღვნილ მარშზე 60 ქალი დააკავეს - PHOTO

ყირგიზეთის დედაქალაქში, ბირშკეკში ქალთა დღისადმი მიძღვნილ მარშზე, რომლის მიზანსაც ქალთა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერა წარმოადგენდა, პოლიციამ მსვლელობის 60-მდე მონაწილე დააკავა. ამის შესახებ APN იუწყება.

APN-ის ცნობით, ნიღბიან მამაკაცთა ჯგუფი მსვლელობის დარბევას შეეცადა, თუმცა, ამას იქვე მყოფი პოლიციელების რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, პოლიციამ აქციის მონაწილე 60-მდე ქალი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ დაკავებულები რამდენიმე საათი შემდეგ გაათავისუფლა, ზოგიერთ მათგანს ჯარიმის სახით 70 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.