ყირგიზეთში "ომიკრონის" პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

ყირგიზეთში კორონავირუსის შტამ "ომიკრონით" ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას ქვეყნის COVID-19-თან ბრძოლის რესპუბლიკური შტაბი ავრცელებს.

"იანვრის დასაწყისში ნიმუშები რესპუბლიკურ ინფექციურ საავადმყოფოში მოხვედრილებისგან აიღეს და მათგან ორს "ომიკრონის" შტამი ჰქონდა", - განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ყირგიზეთის ჯანდაცვის ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა.