გერმანიაში რკინიგზელები ისევ გაიფიცნენ

გერმანიის ეროვნული რკინიგზის სამგზავრო მატარებლების მემანქანეები ისევ გაიფიცნენ. ინფორმაციას АР ავრცელებს. ეს უკვე მეორე გაფიცვაა, რომელიც ამ თვეში იმართება.

მემანქანეთა პროფკავშირი GDL Deutsche Bahn-ისგან ხელფასების 3.2%-ით მომატებასა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით 600 ევროს გადახდას ითხოვს.

გაფიცვა 25 აგვისტოს დასრულდება.

კვირას Deutsche Bahn-მა განაცხადა, რომ "კორონავირუსის ბონუსზე" მოკლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა GDL-ში აღნიშნეს, რომ ხელფასების მატების გარეშე ეს საკითხი არაფერს ნიშნავს.

მანამდე გერმანიის ეროვნული რკინიგზის სამგზავრო მატარებლების მემანქანეები 10-12 აგვისტოს გაიფიცნენ.