ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მსოფლიოში 119 წლის გახდა

იაპონელი ქალს, კანე ტანაკას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლება, 2 იანვარს 119 წელი შეუსრულდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Kyodo News ავრცელებს.

ტანაკა ამჟამად ფუკუოკას პრეფექტურაში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. დაბადების დღე მან იქ აღნიშნა.

კანე ტანაკას 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. მან გადაიტანა ორი მსოფლიო ომი, ორი პანდემია და ორჯერ დაამარცხა სიმსივნე. მას შოკოლადი და გაზიანი სასმელები უყვარს და აპირებს, 120 წელი იცოცხლოს.