ყველაზე ხანდაზმულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულმა წყვილმა, 102 წლის რალფ და 100 წლის დოროთი ლოკერებმა, 85 წლის ქორწინების იუბილე იზეიმეს. 

საინფორმაციო პორტალი Lad Bible-ის ცნობით, წყვილმა ნაადრევ ასაკში, 1935 წელს ნებრასკაში იქორწინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არცერთ მათგანს უნანია. 

"ყველა გვეუბნებოდა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. თუმცა, ჩვენ ეს შევძელით და მთავარი ეს არის", - აცხადებს რალფი. მისი თქმით, ხანგრძლივი ქორწინების მთავარი საიდუმლო კონფლიქტების სწრაფი მოგვარებაა.

"თუ ოდესმე პრობლემა გვექმნებოდა, მე ყველაფერში მას ვეთანხმებოდი. ეს კონფლიქტისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზაა", - აღნიშნა რალფმა.