"ყვითელჟილეტიანები“ ისევ ცრემლსადენი გაზით დაშალეს

საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანთა“ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. ოფიციალური ცნობით, დაკავებულია 24 ადამიანი.

შარშან დაწყებული დემონსტრაციები, რომელიც საწვავის გაზრდის ფასს აპროტესტებდა, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.