რა თქვა ტრამპმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პოსტიდან წასვლამდე, გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა. ამერიკული მედიის ინფორმაციით ვიდეომიმართვას თეთრი სახლი დღეს გაავრცელებს, თუმცა გამოქვეყნების ზუსტი დრო ცნობილი არ არის.

ვიდეომიმართვაში ტრამპი, სავარაუდოდ, პრეზიდენტის პოსტზე 4 წლიანი მოღვაწეობის დროს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრებს. ამერიკული მედიის ცნობით, გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ტრამპმა ახალი ადმინისტრაციაც ახსენა, თუმცა როგორ, ეს ჯერ უცნობია.