რაიან რეინოლდსი დათუნიის დამბრუნებელს 5 ათას დოლარს დაჰპირდა

მსახიობმა, Deadpool-ის შემსრულებელმა, რაიან რეინოლდსმა პირობა დადო, რომ ფულად ჯილდოს მიიღებს ის, ვინც მოპარულ სათამაშო დათვს პატარა გოგოს მარას დაუბრუნეს. ამის შესახებ მსახიობმა Twitter-ზე დაწერა. 

"ხუთი ათასი დოლარი მას, ვინც მარას დაუბრუნებს თავის დათვს. არ იქნება შეკითხვები. მე მჯერა, რომ ყველას გვინდა მისი დაბრუნება სახლში", - წერს რეინოლდსი.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს სათამაშო iPad-თან ერთად ზურგჩანთაში იყო. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან გოგონასთვის დათუნიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სათამაშოს შიგნით დამონტაჟებული მოწყობილობა დედის ხმას ინახავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.