რაიან რეინოლდსი Netflix-ის ახალ კომედიაში მონაწილეობს

კანადელი მსახიობი რაიან რეინოლდსი Netflix-ის ახალ კომედიაში "Upstate-ში" ითამაშებს.

ახალ კომედიურ ფილმზე იმუშავებს ჯონ ოგასტი - ტიმ ბარტონის ფულმების სცენარისტი. ამასთან, ორივე ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება.

მანამდე რეინოლდსი და ოგასტი 2007 წელსაც თანამშრომლობდნენ, როდესაც რაიანი ჯონის ფქისოლოგიურ თრილერში "Nines" თამაშობდა, რომლის პრემიერაც "Sundance-ის" ფესტივალზე შედგა.

ფილმ "Upstate-ის" დამატებითი დეტალები და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.