რამდენი ჟურნალისტი გარდაიცვალა COVID-19-ით მსოფლიოში

არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign (PEC) სტატისკიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით მარტის დასაწყისიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით სულ მცირე 186 ჟურნალისტი გარდაიცვალა.

სიაში 35 ქვეყნის მონაცემები შედის.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი ახალი კორონავირუსით ლათინურ ამერიკაში გარდაიცვალა - 93 ადამიანი. აზიაში COVID-19-ს 34 ჟურნალისტი ემსხვერპლა, ევროპაში - 26, აფრიკაში -19, ჩრდილოეთ ამერიკაში - 14.

ცალკეა მოყვანილი გარდაცვლილთა სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით. პერუში კორონავირუსით 37 ჟურნალისტი გარდაიცვალა, ბრაზილიაში - 16, მექსიკაში -14, აშშ-ში - 13, ეკვადორში - 12, პაკისტანში - 10, ბანგლადეშში - 9, ინდოეთში - 9, ნიგერიაში - 8, დიდ ბრიტანეთში - 7, ბოლივიასა და რუსეთში - 5-5, ნიკარაგუასა და საფრანგეთში 4-4.

ამასთან, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტების COVID-19-ის გარდაცვალების მაჩვენებელი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან Press Emblem Campaign ყველა ქვეყნის მონაცემები არ აქვს, ამასთან ყველა გარდაცვლილს კორონავირუსზე ტესტი არ უტარდებოდა.