Rammstein-მა ევროპაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა

გერმანულმა ჯგუფმა Rammstein-მა ევროპული სტადიონის ტურნე კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა. თავად მუსიკოსები ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულნი არიან, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ეს გარდაუვალია.

"COVID-19-სთან დაკავშირებული მოსალოდნელი აკრძალვებისა და შეზღუდვების გამო, ჯგუფი იძულებულია, კვლავ გადადოს დაგეგმილი ტური", - წერენ ჯგუფის წევრები.

ცნობილია, რომ კონცერტები ევროპაში 2022 წელს გაიმართება. ასევე შოუ ბელფასტში მთლიანად გაუქმდება. მათ ვინც ბილეთები შეიძინა თანხა უკან დაუბრუნდებათ.

ამასთან ჯგუფს სურს, დიდი პაუზა ახალ სიმღერებზე სამუშაოდ გამოიყენოს.