რაზე მიანიშნებს მერკელის სამოსის ფერი - კანცლერის განმარტება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღიარა, რომ ხანდახან მისი სამოსის ფერი პოლიტიკური ნიშნის მაუწყებელი იყო. 

ანგელამ ამის შესახებ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"მხოლოდ ხანდახან," - აღნიშნა კანცლერმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, იყო თუ არა პოლიტიკური გზავნილები მისი სამოსის ფერის დანიშნულება. . 

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ მის სამოსს მუზეუმს არ გადასცემს, რადგან ეს მათთვისაა, ვისაც ის მართლა ჭირდება და გამოადგება.