რეაქტიულმა ავიაგამანადგურებელმა F-16-მა კატასტროფა განიცადა

F-16C Viper-ის ტიპის საბრძოლო რეაქტიულმა გამანადგურებელმა ნიუ-მექსიკოს საავიაციო ბაზაზე დაშვების დროს კატასტროფა განიცადა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ინციდენტს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებებით გადაურჩა. 

აღსანიშნავია, რომ მაისიდან მოყოლებული ეს უკვე მეხუთე საბრძოლო თვითმფრინავის ავარიაა აშშ-ში.