რეპერი Juice WRLD-ის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

სასამართლო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის თანახმად, რეპერი ჯარედ ენტონი ჰაიჯინსი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Juice WRLD, ნარკოტიკების - ოქსიკოდონის და კოდეინის დოზის შემთხვევით გადაჭარბების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "Fox News" ავრცელებს.  

მუსიკოსი  8 დეკემბერს ჩიკაგოში, 21-ე დაბადების დღის აღნიშვნიდან ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა. იარაღი და ნარკოტიკი კერძო თვითმფრინავში აღმოაჩინეს, რომლითაც Juice WRLD ლოს-ანჯელესიდან გაფრინდა. ჩასვლისთანავე კი ავად გახდა. ის საავადმყოფოში მყისიერად გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დედამისმა კამილა უალესმა ჯარედის ნარკოტიკებთან დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.