რესპუბლიკელები პენსილვანიის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი პენსილვანიის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ საინფორმაციო Reuters წერს.

რესპუბლიკელები საჩივარს ფილადელფიის სააპელაციო სასამართლოში წარადგენენ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ სასამართლოში მოსამართლეთა უმეტესობა რესპუბლიკელების მიერ არის წარდგენილი.

ცნობისთვის, პენსილვანიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი, რომლითაც ტრამპის საარჩევნო შტაბი ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლას ითხოვდა.