Reuters და New York Times პულიცერის პრემიით დაჯილდოვდნენ

Reuters რასობრივი უთანასწორობის, ხოლო The New York Times, COVID-19-ის პანდემიის გაშუქებისთვის პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს.

კერძოდ, Reuters-ის ჟურნალისტებმა მომხდარის ანალიტიკური გაშუქებისას, აქცენტი გააკეთეს იმაზე, თუ როგორ იცავდა იმუნიტეტი პოლიციელებს ძალის გადამეტების შემთხვევაში, სამართლებრივი დევნისგან.

პულიცერის კომიტეტის განმარტებით, ამ მიმართულებით გამოქვეყნებულმა სტატიებმა საბოლოო ჯამში აშშ-ის პოლიციის სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით დებატები წინ წამოწია.