რიჩარდ გირს ქალაქ ფლორენციის სიმბოლური გასაღები გადასცეს

ჰოლივუდელ მსახიობს, რიჩარდ გირს იტალიაში ქალაქ ფლორენციის სიმბოლური გასაღები გადასცეს.

საპატიო ჯილდო მსახიობს მიგრანტების დახმარებისთვის გადასცეს.

აგვისტოში რიჩარდ გირი საზოგადოებრივ ორგანიზაცია Open Arms-ის გემს ესტუმრა, რომლის ბორტზეც 121 გადარჩენილი მიგრანტი იმყოფებოდა. მათ მიღებაზე რამდენიმე სახელმწიფო უარს აცხადებდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გირმა ამის შესახებ იტალიაში დასვენებისას შეიტყო და მიგრანტების დახმარება გადაწყვიტა.