რიგაში ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარია

ლატვიის დედაქალაქის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი სამსართულიან სახლს გაუჩნდა, რომელშიც კაფეები და სასტუმრო მდებარეობს.

ადგილზე 50-მდე მაშველი და 12 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. პოლიციამ ტერიტორია გადაკეტა. აალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა.