რიგაში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

ლატვიის დედაქალაქ რიგის ცენტრში, საერთო საცხოვრებელში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Delfi.lv  ავრცელებს. 

ხანძარი მერკელის ქუჩაზე ექვსსართულიან კორპუსში გაჩნდა. დაიწვა დერეფანი და საცხოვრებელი სახლები, ასევე სახურავი. ადგილობრივ ჰოსტელში სტუმრების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

მეხანძრე მაშველებმა  20 ადამიანის ევაკუირება მოახერხეს. გარდაცვლილია 8, ხოლო დაშავებულია 9 ადამიანი.