რიოს კარნავალი 2021 კორონავირუსის გამო გადაიდო - VIDEO

მსოფლიოს ერთ-ერთი უმშვენიერესი სანახაობის რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი, რომელიც 2021 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება. ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება ბრაზილიაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. ფესტივალში მონაწილე სამბას სკოლების წარმომადგენლები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარეშე რიო 20201-ის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

რიოს კარნავალი ყოველწლიურად მილიონობით მნახველს იზიდავს.