როდის გამოვა "ფარგოს" მე-4 სეზონი

ნოე ჰოულის სერიალის, "ფარგოს" მე-4 სეზონი 27 სექტემბერს გამოვა. ჩვენების პირველ დღეს მაყურებელი ორ სერიას იხილავს. მთავარ როლს აქ მსახიობი კრის როკი ასრულებს. აღმასრულებელი პროდიუსერები კი ძმები ჯოელ და ითან კოენები არიან.

სერიალის მოქმედება კანზას-სიტიში 1950 წლებში ვითარდება. ახალი სეზონის სიუჟეტის ცენტრში ორი დანაშაულებრივი სინდიკატია, რომელიც ნარკოვაჭრობას აკონტროლებს და ფინანსური მაქინაციებითაა დაკავებული.

დაზავების მიზნით, ორგანიზაციების ლიდერები უმცროს შვილებს უცვლიან ერთმანეთს.

მე-4 სეზონში 11 სერია იქნება.