როდის მიიღებენ ამერიკელები COVID-19-ის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინა

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი 2021 წლის მეორე-მესამე კვარტლამდე ვერ იქნება. ამის შესახებ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა, რობერტ რედფილდმა განაცხადა.

"ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაცია ნოემბერსა ან დეკემბერში დაიწყება. თუმცა, თუ ის შედგება, ის შეზღუდული მასშტაბებით ჩატარდება", - აღნიშნა რედფილმდა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე.