როგორ აისახა პანდემია პრესის თავისუფლებაზე?

პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი კორონაპანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. არასამთავრობო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშში 180 ქვეყნის მონაცემებია შეფასებული. დღეისათვის მსოფლიო ქვეყნების 73%-ს პრესის თავისუფლების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს. ინფორმაციას AP ავრცელებს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პანდემია ჩინეთში ხელისუფლებამ ჟურნალისტებისთვის ინფორმაციაზე წვდომის აკრძალვის მთავარ საფუძვლად გამოიყენა. ანგარიშის ავტორების თქმით, მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში დაფიქსირდა.

პანდემიამ ასევე ჟურნალისტიკისადმი ნდობის შესუსტების პრობლემაც გააჩინა. ანგარიშის ავტორთა თქმით, 28 ქვეყანაში გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.