როგორ გადაჰქონდათ სუსხიანი ზამთარი ადრეულ ადამიანებს - ახალი კვლევა

როგორც აღმოჩნდა, ადრეულ ხანაში ადამიანებს ცივი ზამთარი გამოქვაბულში, დათვების მსგავსად, ჰიბერნაციით გადაჰქონდათ. ამის შესახებ New York Post წერს. 

უკანასნკნელი კვლევებით დადგინდა, რომ ჩვენს ნეანდერტალელ წინაპრებს ევროპაში, სუსხიანი ზამთრის გადასატანად, მეტაბოლიზმის შენელება უწევდათ. ამასთან, ისინი საკვების დეფიციტის გამო, ზამთარში ხანგრძლივად იძინებდნენ. 

"ჰიბერნაცია ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა მათთვის, იმისთვის, რომ სუსხიან ამინდში გამოქვაბულში თვეების განმავლობაში დარჩენილიყვნენ ", - განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.