როგორ გამოიყურება აუზისთვის განკუთვნილი პირბადეები - PHOTO

იაპონიაში ინოვაციური პირბადეების წარმოება დაიწყეს, რომელიც აუზებსა და ზღვაში გამოყენებისათვის არის განკუთვნილი. 

წყალში გამოყენებისათვის განკუთვნილი ნიღბების  გამოგონების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც იაპონიასი აუზები გაიხსნა და პირბადეებზე მოთხოვნა განსაკუთრებულად გაიზარდა. 

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის შემცირების გამო დახურული აუზები 1 ივნისს გაიხსნა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ქლორის დიდი კონცენტრაციის წყალში, ინფიცირების რისკი ძალზე მცირეა, თუმცა, პირბადეების გამოყენება მოსახლეობაში კორონავირუსისგან დაცვის შეგრძნებას კიდევ უფრო ამყარებს.

ნიღბები მზადდება გამჭვირვალე მასალისგან და მისი გამოყენება კომფორტულია.