რომელ პოლიტიკოსებს ენდობიან ყველაზე მეტად

13 ქვეყნის მოქალაქეებში ყველაზე დიდი ნდობით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სარგებლობს. ასეთია ამერიკული სოციოლოგიური ინსტიტუტის, Pew Research Center-ის გამოკითხვის შედეგები.

მკვლევარების თქმით, გამოკითხულთა 76 პროცენტი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებებს, რომელის საგარეო საქმეებს ეხება, ენდობა. ამასთან, მხოლოდ 19 პროცენტი აცხადებს, რომ მერკელს არ ენდობა.

გერმანიის კანცლერს მოჰყვება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მას 64 პროცენტი ენდობა და 32 არ ენდობა.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გამოკითხულთა მხოლოდ 23 პროცენტი ენდობა, 73 კი სკეპტიკურად აფასებს.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი გამოკითხულთა 16 პროცენტი ენდობა, 83 კი - არა.

გამოკითხვა 10 ივნისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 13 273 რესპონდენტმა კანადიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, დანიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და იტალიიდან.