რომელი წამალი ამსუბუქებს პნევმონიას COVID-19-ის დროს

ჩინელმა მეცნიერებმა დაასახელეს წამალი, რომელიც ახალი კორონავირუსის, COVID-19-ს დროს მძიმე პნევმონიის განვითარების რისკს ამცირებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ადიუვანტური პრეპარატების მიღება ამ მიზნით ძალიან ეფექტურია.

"ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში, რომლებიც ადიუვანტურ პრეპარატებს ACEI ან ARB-ს იღებდნენ, პნევმონიის მძიმე ფორმა 16-დან მხოლოდ ერთ პაციენტს განუვითარდა. 49 ადამიანიდან, რომელიც სხვა, ანალოგიურ პრეპარატებს იღებდა, მძიმე პნევმონია 16-ის შემთხვევაში განვითარდა", - ნათქვამია კვლევაში, რომელიც პორტალზე medRxiv გამოქვეყნდა.

კვლევაში, რომელიც 17-დან 28 თებერვლამდე ტარდებოდა, 564 პაციენტის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. ისინი ჩინეთის 9 სხვადასხვა კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობას.

მეცნიერების თქმით, ეს პირველადი შედეგებია და საბოლოო დადასტურებას უფრო ხანგრძლივი კვლევები ესაჭიროება.

ადიუვანტური პრეპარატები დამატებითი მედიკამენტებია და მათი მიზანი სიმპტომების შემსუბუქება, ან თერაპევტული ზემოქმედებაა.