რომის პაპი მორწმუნეებს შობას ულოცავს

რომის პაპი ფრანცისკე მართლმადიდებლებსა და აღმოსავლური ეკლესიების კათოლიკეებს შობის დღესასწაულს ულოცავს.

პაპმა მორწმუნეებს მშვიდობა და იმედი უსურვა.

„სიყვარულით მივმართავ ჩვენს ძმებსა და დებს, რომლებიც მათი ტრადიციის მიხედვით, შობას ხვალ აღნიშნავენ. 

გულწრფელად გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობასა და იმედს“, - განაცხადა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.