რომის პაპ ფრანცისკეს, შესაძლოა, კორონავირუსი დაუდგინდეს?

წმინდა საყდრის ელჩს ავსტრალიაში, არქიეპისკოპოსს ადოლფო ტიტო ილანას კორონავირუსი დაუდასტურდა. ვატიკანი გააფრთხილეს, რომ რომის პაპი ფრანცისკე პოტენციურად დაინფიცირების რისკის ქვეშაა, რადგან მას მანამდე ვატიკანში პირისპირ შეხვედრა ჰქონდა ავსტრალიის არქიეპისკოპოსთან. ამის შესახებ Washington Post იუწყება.

ავსტრალიის ხელისუფლების გაცხადებით, ადოლფო ტიტო ილანა სიდნეიში 9 ოქტომბერს ჩაფრინდა, 6 ოქტომბერს იგი რომის პაპს შეხვდა, ავსტრალიაში დაბრუნებიდან 10 დღეში კი მას ვორონავირუსი დაუდგინდა. ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვატიკანში, ყველა შესაბამისი უწყება ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია.