რომის პაპი იაპონიის იმპერატორს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება

რომის პაპი ნოემბერში იაპონიაში ვიზიტს გეგმავს. ფრანცისკე I იმპერატორს, ნარუჰიტოსა და პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს შეხვდება.

იაპონიის მთავრობის პრესს-სპიკერის თქმით, რომის პაპი ტოკიოს, ასევე ჰიროშიმას და ნაგასაკის ეწვევა, რომლებიც ატომური დაბომბვის შედეგად დაზარალდა.

ფრანცისკე I იაპონიაში პირველად ჩადის.