რომის პაპი მხარეებს აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა, ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ შეშფოთება გამოხატა. ამის შესახებ გამოცემა Vatican News წერს.

პაპმა განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რამდენჯერმე დაირღვა და მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. 

”ვაკვირდები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდები და შეშფოთებული ვადევნებ თვალყურს სამხედრო აქტივობის ზრდას. უდიდეს იმედს გამოვთქვამ, რომ  დაძაბულობა თავიდან იქნება აცილებული. იმედი მაქვს, მხარეები ყველაფერი გააკეთებენ შერიგებისა და მშვიდობის მისაღწევად ”, - განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიძაბა.