რომის პაპმა ფრანცისკემ და საპატიო პაპმა ბენედიქტ XVI-მ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს

84 წლის რომის პაპმა ფრანცისკემ და მისმა წინამორბედმა, 93 წლის საპატიო პაპმა ბენედიქტ XVI-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ვატიკანი ადასტურებს.

”შემიძლია დავადასტურო, რომ ვატიკანის სახელმწიფოში მიმდინარე ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დოზა პაპმა ფრანცისკემ და საპატიო პაპმა მიიღეს,” - განაცხადა წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ.