რომის პაპმა ქალს ხელზე ხელი დაარტყა და დაუყვირა - VIDEO

რომის პაპი ფრანცისი ახალი წლის ღამით წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ლოცავდა. ქალმა, რომელიც მისთვის რაღაცის თქმას ცდილობდა, ხელი მოულოდნელად მოჰკიდა და მოქაჩა. ეს, როგორც ჩანს, პაპს არ ესიამოვნა. მან მსუბუქად დაარტყა ხელზე ხელი, რათა თავი გაეთავისუფლებინა. 

ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სულიერი ლიდერი ფაქტმა გაანაწყენა და დაიყვირა კიდეც.