რომის პაპს დიეტა დაუნიშნეს

ექიმებმა რომის პაპ ფრანცისკე I-ს დიეტის დაცვა მკაცრად ურჩიეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

ვატიკანის წყაროების ინფორმაციით, რომის პაპს მოუწევს უარი თქვას ფქვილი შემცველი საჭმლის, მათ შორის მაკარონის, პურის, პიცის და ნებისმიერი ტკბილეულის მირთმევაზე. ფრანცისკე I-ს მოუწოდეს მეტი ხილი, ბოსტნეული და თევზი მიიღოს.

ექიმების რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში 84 წლის პაპს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. 

დაავადების მიმდინარეობის შესამსუბუქებლად მას სულ მცირე 1,8 კგ-ის დაკლება სჭირდება. 

ცნობისთვის, რამდენიმე წელია რომის პაპს რადიკულიტი აწუხებს. დაავადების გამო, გასულ კვირას მან 3 ღონისძიება გამოტოვა.