რომში მუნიციპალური ავტობუსი ხეს დაეჯახა

რომში მგზავრებით სავსე მუნიციპალური ავტობუსი ხეს დაეჯახა. 29 მგზავრი დაშავდა, 9 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰოსპიტალიზაცია ავტობუსის მძღოლსაც დასჭირდა, რომელმაც სერიოზული ტრავმები მიიღო.

პოლიციამ მისი მობილური ტელეფონი ამოიღო, ვინაიდან არის ეჭვი, რომ ავარიის მომენტში მძღოლი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას წერდა.