რომში საახალწლო ფოიერვერკების შედეგად ასობით ფრინველი დაიხოცა

რომში საახალწლო ფოიერვერკებმა ასობით ფრინველის დახოცვა გამოწვია. ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

გამოცემა Corriere della Sera წერს, რომ ფოიერვერკების დროს ფრინველებში პანიკა შეინიშნებოდა, ისინი ელექტროგადამცემ ხაზებსა და ფანჯრებს ეტაკებოდნენ, დარტყმისგან კი მიწაზე ეცემოდნენ.