რომში ტრევის შადრევანს შემოღობავენ

რომში ტრევის შადრევანს დამცავი ღობით შეღობავენ. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა გააკეთა. მისი თქმით ხელისუფლება ცდილობს ამ ფორმით შადრევანი ვანდალებისგან დაიცვას. ვირჯინია რაჯი აცხადებს, რომ ღობე შადრევნის ხედს არ დაფარავს და ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ მასში მონეტები ისევ ჩაყარონ.

"ამ გადაწყვეტილებით, ტრევის შადრევნის ხედი არ დაიფარება. ტურისტები შადრევანში მონეტების ჩაყრას ისევ შეძლებენ, რადგან ეს ჩვენი ქალაქის რიტუალია,"- აცხადებს ვირჯინია რაჯი.