რონალდუმ იმიჯი შეიცვალა - VIDEO

"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ იმიჯი შეიცვალა.

"ინსტაგრამზე" მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სახლში ვარჯიშობს. ფეხბურთელმა თავი გადაიპარსა.

"ცხოვრებაში წარმატება იზომება არა იმით, რასაც მიაღწიე, არამედ დაბრკოლებებით, რომლებიც გადალახე", - წერს რონალდუ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ახლა თვითიზოლაციაშია.